ცნობილია, რამდენ ლარიან გირაოს მოითხოვს პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. დღევანდელ სხდომაზე მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
ნიკა მელიას საქმეს სანქცირებული მოსამართლე ლელა მარიდაშვილი განიხილავს.
ნიკა მელიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. რეჟიმი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება.
მსგავსი სიახლეები
26.10.26 16:50
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, რა პრინციპით გააგრძელებს მუშაობას
"გასაგებია, რომ საქმე პოლიტიკური საქმიანობების და პოლიტიკური პროცესების შეფასებას ეხება, მაგრამ მუშაობას გავაგრძელებთ პრინციპით, რომ მხარეებმა პოზიციები მაქსიმალურად კორექტულად წარმოადგინოს!"- თქვა ნადარაიამ