ბაზრობა დაზღვეული იყო, თუმცა მოვაჭრეებს დაზღვევა არ აქვთ - დირექციის წარმომადგენელი

ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ზარალი ძალიან დიდია. მინიმუმ 350 ადამიანს ფაქტობრივად სრულად გაუნადგურდა საქონელი.
დირექციის წარმომადგენელი "პირველებთან" ამბობს, რომ ბაზრობა დაზღვეული იყო, თუმცა მოვაჭრეებს დაზღვევა არ ჰქონიათ, შესაბამისად ხალხს ზიანი ვერ აუნაზღაურდებათ.
დღე და ღამე გავათენებთ მერიის წინ. მოვითხოვთ გვერდში დგომას - ამბობს დირექციის წარმომადგენელი.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, დირექციის წარმომადგენელი ამის შესახებ ვერ საუბრობს.
ჩვენ ვიყავით მოიჯარეები, თორნიკე წერეთელია წარმომადგენელი, მე ვარ მთავარი მენეჯერი. დასაქმებული მყავდა მინიმუმ 350 ადამიანი. აქედან ყველას ბანკები აქვს. ზარალზე თუ ვისაუბრებთ, ენ რაოდენობის ზარალია. 250 ათასი დოლარის მარტო წიგნების საწყობი იყო. ფიზიკურ პირზე დაზღვევა არ ყოფილა. არანაირი ფიიზკური წარმომადგენელი დაზღვეული არ მყავდა. დაზღვეულია ბაზრობა. რკინიგზას ეკუთვნის ტერიტორია, ჩვენ ვართ ქვემო მოიჯარეები. ვინმე იყო თუ არა დაინტერესებული ამ ტერიტორიით, ამ კითხვაზე პასუხი ძნელი გასაცემია. ვიცი, რომ 5 წელი კიდევ გვქონდა ხელშეკრულება. ერთადერთი ეჭვი მაქვს, რომ ვიღაცამ გააჩინა, ქვემოთ მეორადები მეყენა და იქიდან არის კერა წამოსული. ამის თვილმხილველიც მყავს, რომელმაც დილით დაინახა მეორადებს როგორ ეკიდა ცეცხლი და იქიდან წამოვიდა და 15 წუთით არ დასჭირდა. დღე და ღამე გავათენებთ მერიის წინ. მოვითხოვთ შეხვედრას, გვერდში დგომას", - ამბობს მენეჯერი.
ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი დაახლოებით 6:30 საათზე გაჩნდა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დამწვარია სასაწყობე ფართები. ადგილის მიმდებარე შენობებიდანდა კლინიკებიდან განხოციელდა ხალხის ევაკუაცია.
ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა დარჩენილია მხრჩოლავი კერები, ამიტომ ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ისევ მუშაობენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.