ონისე ცხადაძის მიმართვა: თუ ვინმეს ჰგონია, რომ ციხე ჩემთვის კომფორტია, მაშინ ნინო წილოსანს ვუსურვებ, იგივე სიტუაციას, 4-დან 6 წლამდე

01.05.25 15:48
ონისე ცხადაძის მიმართვა: თუ ვინმეს ჰგონია, რომ ციხე ჩემთვის კომფორტია, მაშინ ნინო წილოსანს ვუსურვებ, იგივე სიტუაციას, 4-დან 6 წლამდე

 

 

ნინო წილოსანს გაუზიარებია ჩემი ძმის პოსტი, თურმე, კარგი პირობები მქონია, ციხეში ტელევიზორი მქონია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ციხე ჩემთვის კომფორტია, იგივე სიტუაციას ვუსურვებ ნინო წილოსანს 4-დან 6-წლამდე, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე, სინდისის პატიმარმა, იუმორისტმა ონისე ცხადაძემ განაცხადა.

ცხადაძემ ასევე ირაკლი კობახიძის პროპაგანდაზეც ისაუბრა და ივანიშვილის პრემიერს პროცესზე სხდომიდან შეუთვალა, თუ რაიმე პრეტენზია აქვს, სასამართლოში მივიდეს და სინდისის პატიმრების კითხვებს უპასუხოს.

რაც შეეხება ჯგუფურ ძალადობას, რასაც რეჟიმი 11 პირს ედავება, ცხადაძემ თქვა:  "მე-10 კლასში ბიოლოგიის გაკვეთილზე ჯგუფური დავალება რომ შევასრულე, მას მერე ჯგუფური არაფერი მქონია"

ნინო წილოსანს გაუზიარებია ჩემი ძმის პოსტი, თურმე, კარგი პირობები მქონია, ციხეში ტელევიზორი მქონია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ციხე ჩემთვის კომფორტია, იგივე სიტუაციას ვუსურვებ ნინო წილოსანს 4-დან 6-წლამდე

რაც შეეხება პროტესტს, 2019 წლიდან ვცხოვრობდით მშვიდად, შემდეგ ირაკლი კობახიძემ ჩამოიყვანა გავრილოვი, პოზნერი, ლავროვის შვილი, შემდეგ იყო რუსული კანონო ერთი და რუსული კანონი ორი... კობახიძე გამოვიდა, ჩვენ ვყოფილვართ პროპაგანდის მსხვერპლი 11 კაცი.

პრემიერი, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი მეტადონის პროგრამაზე და პროპაგანდაზე შესვა და ჩვენ ვყოფილვართ პროპაგანდის მსხვერპლი. ამიტომ ერთ სასამართლოზე უკვე მოითხოვეს და მეც მოვითხოვ, თუ ვინმეს ჩვენთან პრეტენზია აქვს, მოვიდეს, კითხვებს დავუსვამ, თუ გასცემს პასუხებს, მაინტერესებს, მაგრამ ისინი პოლიტიკურ ოპონენტებს ელაპარაკებიან, სუფთა ადამიანებს ვერ დაელაპარაკებიან....

სუს-ის, იმედის ვიდეოებით ადამიანები არიან დაკავებულები, ბარიდან ამოსული მთვრალი ინგლისელი კაცი ჰყავს გადაღებული, რომ იონგლისელი კაცი ლივერპუილიდან ჩამოვიდა მტავრობსი დასამხობად. ესენი რომ გავაზიარე ფეისბუკზე, დავცინე და დამბლოკეს. 

გამიგია იარაღის, წამლის, ქვის ჩადებაც გამიგია, მაგრამ უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩადება საქმეში პირველად გავიგე...

რაც შეეხება ჯგუფურ ძალადობას, არანაირ ძალადობას არ ვაღიარებ. მე-10 კლასში ბიოლოგიის გაკვეთილზე ჯგუფური დავალება რომ შევასრულე, მას მერე ჯგუფური არაფერი მქონია. გუშინ გავხდი 29 წლის და მინდა ყველამ მომილოცოს“, - განაცხადა ცხადაძემ.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.