საქართველოში ბოლო 24 საათში 12 469 ადამიანი აიცრა

29.09.21 15:32
საქართველოში ბოლო 24 საათში  12 469 ადამიანი აიცრა

საქართველოში ვაქცინაციის ტემპი საგანგაშოდ დაბალ ნიშნულზეა. ბოლო 24 საათში აიცრა 12 469 ადამიანი.

NCDC-ის მონაცემებით, 29 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 774 769 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 978 640 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.4%.
სრულად ვაქცინირებულია 796 129 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.9 %.