ემიგრანტებმა საქართველოში რეკორდული თანხა გადმორიცხეს - რას ამბობენ ეკონომისტები
ქართულ ეკონომიკაში უცხოეთიდან გადმორიცხული თანხების წილი წლიდან წლამდე იზრდება. ეს ის ფულია, რომლებსაც ოჯახებს ემიგრანტები უგზავნიან. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ემიგრანტების რიცხვი მხოლოდ ამ ერთ წელში რეკორდულად არის გაზრილი. ეკონომისტები ამბობენ, რომ საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელთა ეკონომიკაც მძიმე მდგომაროებაშია და გამოსავალი ფულად გადარიცხვებშია.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა არის, დაახლოებით, 9.5 მლრდ დოლარი. დაახლოებით 3 მლრდ. 300 მლნ-ი დოლარია ის თანხა, რომელიც ყოველწლიურად შემოდის ამ ქვეყანაში საზღვარგარეთიდან, ჩვენი ემოგრაციიდან თავის ოჯახებში გადმოსარიცხი თანხა. ეს ორი რიცხვი სრულ კოლალაციაში, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან არ არის, მაგრამ მასშტაბით ჩანს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის, ფაქტობრივად, მესამედია იმ თანხის, რომელიც ქართული ემიგრაციიდან შემოდის ამ ქვეყანაში და რომელიც ასობით ათას ოჯახს აცხოვრებს ყოველთვიურად, - ამბობს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი.
ეკონომიკის ექსპერტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ გასულ წელთან შედარებით, გზავნილების მიმართულებით, დაახლოებით, 4%-იანი ზრდა ფიქსირდება. მისი თქმით, ეს რიცხვი ქვეყანაში დადებით ეკონომიკურ ძვრებზე ვერ მეტყველებს.
გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 4%-იანი ზრდა ფიქსირდება გზავნილების მიმართულებით. ეს 280 მლნ დოლარს აღემატება, რაც, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. არიან ასეთი ქვეყნები, სადაც მიგრანტების მიერ გადმორიცხულ ქვეყნებს საკმაოდ დიდი მაჩვენებელი აქვთ. ჩვენს რეგიონს რომ შევხედოთ, სომხეთს საკმაოდ დიდი წილი აქვს ამ მიმართულებით. როგორც წესი, ეს ქვეყანაში დადებით ეკონომიკურ მდგომარეობაზე და დადებით ეკონომიკურ ძვრებზე არ მეტყველებს ხოლმე და როდესაც ქვეყანა არის დამოკიდებული პირდაპირ უცხოურ გზავნილებზე, ამას, გარკვეულწილად, ეკონომიკურ წრეებში ვეძახით „ტოქსიკურ ფისკალურ შემოდინებების წყაროს“, - ამბობს ექსპერტი.
ეკონომისტები ამბობენ, რომ რომ არა ემიგრანტები, ქვეყნის ეკონომიკა იმაზე მძიმე მდგომარეობაშ იქნებოდა, ვიდრე ახლა გვაქვს.