ელენე მითაიშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

02.05.25 12:18
ელენე მითაიშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

N9 Gallery და Collect Art, ხელოვანებთან ერთად აცხადებს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას 24 წლის ელენე მითაიშვილის დასახმარებლად.

ელენე 4 მარტს სნოუბორდით სრიალისას მძიმედ დაშავდა. ჰქონდა კისრის მალების მრავლობითი მოტეხილობა და ზურგის ტვინის შეშუპება. ჩაუტარდა ხერხემლის გადაუდებელი ოპერაცია. თუმცა, ამ ეტაპზე, ელენეს ფეხებში არ აქვს მგრძნობელობა, ხოლო ხელების მოძრაობა შეზღუდულია. ელენესთვის აუცილებელია თურქეთის კლინიკაში სპეციალური სარეაბილიტაციო კურსის გავლა, რომელიც მოიცავს 6 თვეს და რომლის საფასურია $180,000. თანხა უნდა შეგროვდეს უმოკლეს დროში. რეაბილიტაციის ყოველი დაგვიანებული დღე ამცირებს გამოჯანმრთელების შანსს.

გამოფენა-გაყიდვა გაიმართება 14 მაისს Collect Art Gallery-ში, მისამართზე: მცხეთის ქ. 48/50.

ხელოვანებს, რომლებიც მზად ხართ მიიღოთ მონაწილეობა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში, დაუკავშირდით N9 გალერეას. მობ.: 599117840

გადარიცხვისას დანიშნულებაში ვწერთ #ელენესთვის

საქართველოს ბანკი: #GE64BG0000000607525693

თიბისი ბანკი: #GE83TB7199945061600002

PayPal: @KZhordania

მიმღები: ქეთევან ჟორდანია (დედა)

მსგავსი სიახლეები