"თუ უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებთ, თვალებში უნდა ჩაგვხედოთ" - სიტყვიერი დაპირისპირება სინდისის პატიმრების პროცესზე

02.05.25 13:13
"თუ უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებთ, თვალებში უნდა ჩაგვხედოთ" - სიტყვიერი დაპირისპირება სინდისის პატიმრების პროცესზე

 

 

სიტყვიერი დაპირისპირება სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესზე - მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს ადვოკატი შოთა თუთბერიძე მოუწოდებდა, რომ თუ თავისი პასუხისმგებლობა გაეცნობიერებია და ისე მიეღო გადაწყვეტილება.

  • საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის პროცესი მიმდინარეობს. 

ამ მიმართვამ მოსამართლე გააბრაზა და ადვოკატს შენიშვნა მისცა. თამარ მჭედლიშვილი ამტკიცებდა, რომ საკუთარ გადაწყვეტილებებში თავისუფალი და დამოუკიდებელია და უფლებადამცველი.

თუ უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებთ, თვალებში უნდა ჩაგვხედოთ.. თქვენ უკანონო გადაწყვეტილება მიიღოთ და არც შემოგვხედოთ? - უთხრა შოთა თუთბერიძემ მოსამართლეს. 

  • დღევანდელ სასამართლო სხდომაზე  დაკავებულების - მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გადასინჯვაზე მსჯელობენ.

ადვოკატი: შიშზე არ მქონდა, უფრო მქონდა პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე აქცენტზე. შიში რა შუაშია

მოსამართლე: ანუ პასუხისმგებლობა არ მაქვს გაცნობიერებული, ასე გგონიათ? 

ადვოკატი: მინდა, რომ ის დისკომფორტი მაინც შეიქმნათ, თუ უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებთ, ბრალდებულებს და აუდიტორიას მაინც შეხედოთ თვალებში. თუ გადაწყვეტთ, რომ გააკეთოთ ის, რის გაკეთებასაც, ჩემი აზრით, აპირებთ, ჩახედეთ თვალებში ჯავახიშვილს მიმინოშვილის, გორდაძეს, ყველას, ბავშვებს და უთხარით, რომ მე გულწრფელად მჯერა, რომ თქვენ გაიქცევით-თქო. ეს დისკომფორტი მაინც რომ იგძნოთ, თორემ შიში რა შუაშია?

მოსამართლე: ანუ, მე მაგას მითითებთ, რომ დისკომფორტი უნდა შევიგრძნო რამეზე? ბატონო შოტა, შენიშვნას გაძლევთ ამასტან დაკავშირებით, რას ნიშნავს დისკომფორტი და მითითებები. გაძლევთ შენიშვნას, დისკომფორტს რაც შეეხება - თვალებში ჩახედეთ და დისკომფორტი იგრძენით, ეს მითითებები მოსამართლეს არ უნდა მისცე. თუ სურვილია ეს ყველაფერი კარგია, იმედია მითითებები არ არის. 

ადვოკატი: თუ უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებთ, თვალებში უნდა მიყუროთ და გვიყუროთ ყველას. თქვენ უკანონო გადაწყვეტილება მიიღოთ და არც შემოგვხედოთ? 

მოსამართლე: რას ნიშნავს უკანონო გადაწყვეტილების მიღება?

ადვოკატი: თუ არ იცით რას ნიშნავს, მაშინ რაზე მაძლევთ შენიშვნას?

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.