მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სინდისის პატიმრები პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილდა პატიმრობაში დატოვა - გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დღეს დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გადასინჯვაზე იმსჯელეს. პროკურატურა რეჟიმიოს ტყვეების პატიმრობაშ დატოვებას, დაცვის მხარე კი გათავისუფლებას ითხოვდა.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.