პატრიარქს ვთხოვ, გამოგზავნეთ თქვენი წარმომადგენელი და პროცესებს დაესწროს - ვეფხია კასრაძე
ვეფხია კასრაძის მიმართვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს - სასამართლო სხდომიდან სინდისის პატიმარმა ილია მეორედ სთხობა, რომ პროცესებს საპატრიარქოდან მისი წარმომადგენელი დაასწროს.
ეს სასამართლო ბოროტების ბუდედ არ უნდა ვაქციოთ. ესენი თუ ქრისტიანები არიან, აღდგომას ხომ შეიძლება გავეშვით? - თქვა ვეფხია კასრაძემ.
„ჩემო პატრიარქო, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, გამოგზავნეთ თქვენი წარმომადგენელი, რათა პროცესებს დაესწროს. მინდა, საზოგადოებას მივმართო, ხმა აღიმაღლონ, ჩვენშია პრობლემა. ეს სასამართლო ბოროტების ბუდედ არ უნდა ვაქციოთ. ესენი თუ ქრისტიანები არიან, აღდგომას ხომ შეიძლება გავეშვით? როცა მართალი ვარ, რატომ უნდა დავიმალო? ეს ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. რა აუცილებლობა არსებობს, რომ საპატიმროში ვიყო და სახლში არ ვიყო? რაღაც ადამიანურიც ხომ არსებობს ხალხნო?“, - განაცხადა კასრაძემ.
რეჟიმის ტყვემ მოსამართლეს პირდაპირ უთხრა, რომ არანაირი ბრალი არ მიუძრვის იმაში, რასაც ედავებიან, არც მას და არც სხვა დაკავებულებს.
„არანაირი ბრალი არ მიმიძღვის ამ საქმეზე. ეს არის პოლიტიკური დევნა არამხოლოდ ჩემზე, არამედ ამ ახალგაზრდებზე. მინდა ე.წ. ხელისუფლებას ვუთხრა, თუ აპირებენ გაგვტეხონ, რაღაცაზე დაგვითანხმონ, ეს არ მოხდება“, - თქვა კასრაძემ.
მას სიტყვა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა რამდენჯერმე შეაწყვეტინა და განუმარტა, საქმის გარშემო ესაუბრა.
რა აუცილებლობა არსებობს, რომ საპატიმროში ვიყო და სახლში არ ვიყო? არ გაინტერესებთ ვინ ვარ და რა პიროვნება?... რაღაც ადამიანურიც ხომ არსებობს ხალხნო? რაც ამ დარბაზში ხდება, ეს არამხოლოდ დანაშაულია ბატონო ბრალმდებლებო, არამედ ბოროტება, თქვენ ჩემს შვილებს უკანონოდ წაართვით სიხარული და ამ ბიჭების დედებს წაართვით სიხარული. ჩემი 8 წლის ბიჭი ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ტკივილს განიცდის.
ანდრო ჭიჭინაძის სხდომას ვუყურე, მსახიობი კაცის, ჩემი კოლეგის. თხოვნა მექნება, მათქმევინეთ ჩემი სიტყვა. რა შეიძლება დაუშავოს ანდრო ჭიჭინაძემ სახელმწიფოს, იგივე ონისე ცხადაძემ? დღეს რაც ხდება ქვეყანაში, ჩვენ არ გვეხება? ნანუკა ჟორჟოლიანს შეუვარდნენ სახლში იმის გამო, რომ ჩვენს ოჯახებს ეხმარებიან. ბატონო ვაჟა, ბატონო ვახტანგ [საქმის პროკურორები], თქვენ რასაც აკეთებთ ბოროტებაა“, - განაცხადა კასრაძემ.