ხმაური და დაპირისპირება იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში (კადრები ადგილიდან)

02.05.25 15:02
ხმაური და დაპირისპირება იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში (კადრები ადგილიდან)

ხმაური და დაპირისპირება იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში - ვითარება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული, თორნიკე სხვიტარიძის პროცესის დაწყებამდე დაიძაბა. 

სხვიტარიძის ახლობლების გაღიზიანება სხდომათა დარბაზის სიმცირემ გამოიწვია -  სხდომაზე მსურველები ვერ შედიან. ადგილზე შეკრებილები სხდომის დარბაზის შეცვლას და დარბაზში მყოფი პოლიციელების გაყვანას ითხოვენ.

დაპირისპირების დროს დაზიანდა სხდომათა დარბაზის ინფრასტრუქტურა - ტრიბუნა და გამყოფი მოაჯირი დამსწრე პირებისთვის.

მედავებიან ე.წ პოლიციისთვის მირიან ქავთარაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას. მე, როგორც მისმა მოგვარემ ჩავთვალე, რომ ის არის ქავთარაძეების სირცხვილი, ვინაიდან ის არის ცრუ მოწმე, ის არის ერთ-ერთი მოძალადე პოლიციელი, რომელიც ტიტუშკის ფორმაში გადაცმული დაგვასხდა "ქორთიათ მარიოტთან". გარდა ამისა, ფიგურების ჩვენი მეგობრის, საბა სხვიტარიძის საქმეში, რომელიც აწამეს. ეს არის ჩემი შეფასება და მე, როგორც ქავთარაძეს მაქვს სრული უფლება ის მოვიხსენიო ჩემი გვარის სირცხვილად", - ამბობს ანი ქავთარაძე. 

თორნიკე სხვიტარიძე პოლიტპატიმარ საბა სხვიტარიძის ძმაა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, თორნიკე სხვიტარიძესაც მირიან ქავთარაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.

უცნობია, მოითხოვს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობის შეფარდებას. 

გუშინ, ამავე საქმეზე ოპოზიციური პარტიების პრესსამსახურებისთვის, მირანდა ბაღათურიასთვის და ანა ყურაშვილისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები