პროტესტმა შედეგი გამოიღო - მოსამართლე ნინო ენუქიძემ სხდომათა დარბაზის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო

პროტესტმა შედეგი გამოიღო - სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის ძმის, თორნიკე სხვიტარიძის და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ანი ქავთარაძის პროცესი მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, უფრო დიდ დარბაზში ჩატარდება.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მცირე დარბაზის გამო, სხდომაზე მსურველები ვერ შევიდნენ. ადგილზე შეკრებილები სხდომის დარბაზის შეცვლას და დარბაზში მყოფი პოლიციელების გაყვანას ითხოვდნენ, რომლებიც დარბაზში წინასწარ შევიდნენ და მოქალაქეთა კუთვნილი ადგილები დაიკავეს.
თორნიკე სხვიტარიძე პოლიტპატიმარ საბა სხვიტარიძის ძმაა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, თორნიკე სხვიტარიძესაც მირიან ქავთარაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.
უცნობია, მოითხოვს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობის შეფარდებას.
გუშინ, ამავე საქმეზე ოპოზიციური პარტიების პრესსამსახურებისთვის, მირანდა ბაღათურიასთვის და ანა ყურაშვილისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.
ფოტო: ნეტგაზეთი