“არაფერი დასამალი “ნანუკას ფონდს“ არ გააჩნია“- ჟორჟოლიანი პროკურატურაში კომპიუტერით მივიდა

02.05.25 15:28
“არაფერი დასამალი “ნანუკას ფონდს“ არ გააჩნია“- ჟორჟოლიანი პროკურატურაში კომპიუტერით მივიდა

ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურაში იმყოფება- “ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი გიორგი გაბიტაშვილის უწყებაში კომპიუტერით მივიდა.

მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის და გამოცხადებული ტერორის შემდეგ, ჟურნალისტმა საკუთარი სურვილით გადაწყვიტა პროკურატურისთვის იმ კომპიუტერის ჩაბარება, რომელიც შესაძლოა, მათთვის საინტერესო იყოს.

ჟურნალისტი ამბობს, რომ სწორედ ამ კომპიუტერში მუშავდებოდა ყველა ინფორმაცია, რომელიც საქველმოქმედო ფონდის საქმიანობას ეხება.

ჩემთან ჩხრეკაზე რომ იყვნენ, სამი განჩინება ჩაგვაბარეს, ორი აღასრულეს: ეს იყო ჩემი სახლის და პირადი ჩხრეკა, მესამე განჩინება გულისხმობდა, გვეკითხებოდნენ ფონდის შესახებ, თუმცა ფონდის ოფისი და საბუთები, რას წარმოადგენს, ასე არ ვიცი, ფონდი არის გადაცემა. ეს ფონდი 2020 წელს შეიქმნა, რადგან ბენეფიციარები გადაგვერჩინა და მათი ყოფა შეგვემსუბუქებინა. მათ რა აინტერესებთ, როგორ განვსაზღვრო. ფონდი გულისხმობს ყველაფერს 2020 წლიდან დღემდე გადაცემებს, რეიტინგებს, ამიტომ მიბიღე გადაწყვეტილება, მთელი ჩემი სამსახურის კომპიუტერი მოვუტანო მათ. ტქვენ კარგად იცით, რომ რაც არ უდნა წაშალო კომპიუტერიდან, ყველაფერი აღდგენადია, მე აქ რომ ამომებეჭდა და მათ ეფიქრათ, რომ ეს დოკუმენტაცია არასაკმარისია, არაფერი დასამალი “ნანუკას ფონდს“ არ გააჩნია. ამიტომ, ვჩუქნი მთლიან კომპიუტერს, 2020 წლიდან დღემდე რაც გაგვიკეთებია და მოხარული ვიქნები, თუ ამას პირადად გაბიტაშვილი წაიკითხავს. მერე მაინტერესებს შერცხვება თუ არა, რომ ყადაღა ადევს იმ რესურსს, რომელსაც იგივე რარაცეების გაკეტება სეუძლია, რაც ამ კომპიუტერში წერია“,- გაანცხადა ჟორჟოლიანმა.

29 აპრილს პროკურატურის თანამშრომლებმა  „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. 

  • ჩხრეკის დაწყების დროს ბინებში ნანუკა ჟორჟოლიანის არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ჩხრეკა „საბოტაჟის“ მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

საქმე მოძრაობა ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.

მიმდინარე წლის 17 მარტიდან დღემდე დაყადაღებულია იმ ორგანიზაციის ანგარიშები, რომლებიც აქციებზე დაპატიმრებულ მონაწილეებს, მათ ოჯახებსა და დაზარალებულებს ფინანსურად ეხმარებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები