მოვაჭრეებს თბილისის ვიცე-მერი შეხვდა - რა დაპირება მიიღეს დაზარალებულებმა

02.05.25 16:24
მოვაჭრეებს თბილისის ვიცე-მერი შეხვდა - რა დაპირება მიიღეს დაზარალებულებმა

ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა. თბილისის მერიის ცნობით,აშეხვედრაზე გადაწყდა, რომ მერია  განადგურებული კონსტრუქციების დემონტაჟს და ტერიტორიის მოწესრიგებას უზრუნველყოფს.

„შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე პირველი რიგის ამოცანა განადგურებული კონსტრუქციების დემონტაჟი და ტერიტორიის მოწესრიგებაა, რასაც მერია უზრუნველყოფს. დღესვე დაიგეგმა შეხვედრა თბილისის მერიაში, სადაც მოვაჭრეები ვიცე-მერს წარუდგენენ ინფორმაციას დაზარალებულების რაოდენობაზე, ზარალის სავარაუდო ოდენობასა და სხვა დეტალებზე“, – წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ხმალაძე ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს გუშინაც შეხვდა. 

30 აპრილს „ვაგზლის ბაზრობის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 15 ათასი კვადრატული მეტრი დაიწვა. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი.