უკუსვლა მედია რეიტინგში - "ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ და დიქტატურისკენ მიისწრაფვის " - ზვიად ქორიძე

02.05.25 17:30
უკუსვლა მედია რეიტინგში - "ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ და დიქტატურისკენ  მიისწრაფვის " - ზვიად ქორიძე

საქართველოს მედიის საერთაშორისო რეიტინგში ჩამოქვეითებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" რეგიონული ოფისების ხელმძღვანელმა, ზვიად ქორიძე "პირველებთან" ეხმაურება.

ქორიძეს თქმით, გაუარესებული ინდექსი იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში მმართველობა ავტორიტარიზმისკენ და დიქტატურისკენ მიისწრაფვის.

ეს იმას მიანიშნებს, რომ ამ ქვეყნის მმართველობა მიისწრაფვის ავტორიტარიზმისკენ და დიქტატურისკენ. ამ ინდექსით შეიძლება აღმოვჩნდეთ პრაქტიკულად ღიად ავტორიტარული, ღიად დიქტატორული სახელმწიფო და ასეთი პოზიციონირება ექნება საქართველოს ამ საერთაშორისო თანამეგობრობაში", - ამბობს ზვიად ქორიძე.

საქართველო მედიის საერთაშორისო რეიტინგებში ერთ წელში 11 პოზიციით ჩამოქვეითდა. ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მედიის თავისუფლების ახალ ინდექსს აქვეყენებს.

ირკვევა, რომ საქართველომ 103-დან 114-ე ადგილზე გადაინაცვლა. ჟურნალისტების ქუჩა-ქუჩა დევნის, დასისხლიანების, ფიზიკური ანგარიშსწორების, დაუსჯელი ძალადობის და რეპრესიული კანონების  გამო, საქართველო ფაქტობრივად იმ ქვეყნების სიაშია, სადაც თავისუფალ მედიას რეჟიმები სხვადასხვა ბერკეტებით ახრჩობენ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს ჩარევა საქართველოში მედიის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას ძირს უთხრის.

მსგავსი სიახლეები