საქართველოს "ჩინურ მახეში" გაბმის რისკი - ექსპერტები მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე საუბრობენ

02.05.25 17:41
საქართველოს "ჩინურ მახეში" გაბმის რისკი -  ექსპერტები მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე საუბრობენ

ხედავს თუ არა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება საფრთხეებს ჩინეთთან კავშირების გაღრმავებაში?! - ექსპერტები, რომლებიც დიდი ხანია, სწავლობენ ჩინურ გავლენებს, ამბობენ, რომ დღეს ძლიან რეალური ხდება “ჩინურ მახეში“ გაბმის საფრთხე, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა საუბარი დაიწყო ქვეყანაში ჩინური ბანკის შემოსვლაზე. 

პარალელურად, აქტუალურია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხი, რომლის მინდობასაც რეჟიმი ჩინური კომპანიისთვის აპირებს. 

ექსპერტებისთვის მთავარია ახლა, როგორც მოიქცევა „ოცნება“, რადგან ჩინური ბანკის შემოსვლისთანავე, მათი თქმით, ქვეყანა ჩინური ფინანსური მაქინაციების ტყვეობაში მოექცევა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საკრედიტო პოლიტიკის ამოცანები ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში, სადაც ისინი ვალს ან კრედიტს გასცემენ, ამ ქვეყნებს საბოლოო ჯამში, იმ ტიპის მახეში აღმოაჩნეს ხოლმე, საიდანაც, თითქოს, გამოასავალი არ ჩანს. პირველი-ეს არის ძლიან მაღალი პროცენტები გადასახდელი, მეორე- სახელმწიფო გარანტიას ითხოვს, ჩინური ბანკების უმრავლესობა და მესამე- ეს არის ვადები, რომელიც, როგორც წესი, პეკინის მიერ არის განსაზღვრული და მათი გადასინჯვა, პრაქტიკულად შეუძლებელია. მონტენეგრო, ასევე ჩრდილოეთ მაკედონია, რომლებსაც უზარმაზარი პრობლემით დაუდგა ჩინური ვალის გადაუხდელობის საქმე. იმდენად დიდია ეს პრობლემა, რომ, მაგალითად, მონტენეგროს შემთხვევაში, ევროკავშირის მუშაობის მისი გადარჩენის გეგმაზე. ტაჯიკეთი იყო ამ პრობლემის წინაშე და ვალის მომსახურებისთვის, მათ ფიზიკურად ტერიტორიები მოიჭრეს პამირის მთებში და გადასცეს ჩინეთს. ამ ვალის მახეში შრი ლანკა აღმოჩნდა იმავე კომპანიის გამო, რომლის გამარჯვებულად გამოცხადებაზეც ფიქრობს ანაკლიაში ბატონი დავითაშვილი და კობახიძე.

მიმდინარეობს საუბრები საქართველოში დიდი ჩინური ბანკის შემოსვლაზე, ეს მოხდება პირდაპირ, თუ მოხდება რომელიმე უკვე არსებული ქართული ბანკის შესყიდვის გზით, მაგალითად, ლიბერთის შესყიდვაზეა, ვიცით, საუბარი. ამას ვნახავთ. თუმცა, ის, რომ ჩინურ საბანკო სექტორს დაწყებული აქვს საქართველოში საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო სამართლებრივი პირობების მოკვლევა-მოძიება, ეს ვიცი ზუსტად და დადასტურებულად. 

იმ დღეს, რა დღესაც აქ ასეთი საბანკო ინსტიტუტი შემოვა, შეგვიძლია უკვე ვივარაუდოთ, რომ ამ ფინანსურ მაქინაციებში, მაღალი ალბათობით, საქართველოც აღმოჩნდება ჩართული, - თინა ხიდაშელი.

შავი ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით საყურადღებოა ახლა ანაკლიის პორტის შემთხვევა. ექსპერტები ღიად ამბობენ, რომ ჩინეთს სჭირდება ეს პორტი და განსაკუთრებულია რისკი, რომ ის აღმოჩნდეს ერთ-ერთი პირველი სტრატეგიული ობიექტი, რომლის ხელში ჩაგდებასაც ჩინეთი ეცდება.

ჩინეთი არსად არ შესულა, არცერთი თეთრი,დოლარი, არ დაუხარჯავს, თავისი კონკრეტული ინტერესის ჰეგემონური პოლიტიკის გარეშე. ჩინეთს გაფართოების და ჰეგემონიის პოლიტიკა დანარჩენ ქვეყნებზე აქვს ეკონომიკური და ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში შეღწევით, ის კარგად ცდილობს გავლენების გაძლიერებას, შემდეგ კი გაფართოებას. პორტებში შესვლა-შეღწევა, ეს არის მათი ახალი სტრატეგიის ნაწილი. საქართველოს შემთხვევაშიც, ის ინტერესი, რაც ჩინეთს გააჩნია, ეკონომიკური ჰეგემონიის სტრატეგიაში ძალიან კარგად ჯდება, რადგან ის უღებს უკვე შავ ზღვაზე გასასვლელს და იქ კი ოპერირების საშუალებას და თავისთავად კავშირს დანარჩენ ევროპასთან, გადაზიდვების კუთხით, -  ამბობს ექსპერტი.

რა არის “ჩინეთის ვალის მახე“

ექსპერტების თქმით, ეს არის კარგად გათვლილი სტრატეგია, რასაც კომუნისტური ჩინეთი დიდი ხანია, მსოფლიოს მასშტაბით, განვითარებად ქვეყნებში იყენებს.

ჩინეთი სთავაზობს სესხებს ქვეყნებს, რომლებიც გამოირჩევა კაბალური პირობებით, გაუმჭვირვალობით, ჩადებულია ისეთი პირობები, რომ სახელმწიფო გარანტიებია მოთხოვნილი ჩინური ბანკების მიერ და შემდეგ, სესხი, რომელიც თითქოს საინვესტიციოდ გაიცა, “დიდ თავის ტკივილად“ იქცევა ხოლმე - ამის მკაფიო მაგალითებია აფრიკული ქვეყნები, სადაც სესხის სანაცვლოდ, ჩინეთი ფაქტობრივად სუვერენიტეტში შეიჭრა.

 

მსგავსი სიახლეები