ხმაური საქალაქო სასამართლოში - მანდატურები სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს დაუპირისპირდნენ

02.05.25 20:08
ხმაური საქალაქო სასამართლოში - მანდატურები სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს დაუპირისპირდნენ

ჩხუბი საქალაქო სასამართლოს მეოთხე დარბაზთან მას შემდეგ დაიწყო, რაც კოალიცი "ცვლილების" წევრის და სინდისის პატიმრის ძმის მხარდასაჭერად მისულმა მოქალაქეებმა აღმოაჩინეს, რომ მათთვის დარბაზში ადგილი არ იყო. პროცესის დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი, თუმცა ექვსკაციან დარბაზში ადგილები სრულად პოლიციის იურისტებმა დაიკავეს, რომ სხვა ვეღარ შესულიყო. ამიტომ, დედა, რომელიც საკუთარი შვილის პროცესს უნდა დასწრებოდა, გარეთ დარჩა.

ექვსკაციანი დარბაზი იმ ახალგაზრდა იურისტებით იყო გადავსებული, ვისი სახელიც უკვე რეპრესიებთან არის დაკავშირებული. ისხდნენ ნიკა გვარამიას და მირანდა ბაღათურიას საქმის იურისტებიც. იჯდაა გოგონაც, რომლის მოთხოვნის საფუძველზეც, უდანაშაულო გელა ხასახიამ 12 დღე ზაჰესის იზოლატორში გაატარა. 

ხალხის პროტესტის შემდეგ, მოსამართლე იძულებული გახდა, რომ პროცესი ყველაზე პატარა დარბაზიდან დიდ დარბაში გადაეტანა. დღეს ანი ქავთარაძის და თორნიკე სხვიტარიძის საქმეებს განიხილავენ. ორივე მათგანს გომელაურის პოლიციის მაღალჩონისნის, მირიან ქავთარაძისს შეურაცხყოფას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ თუ ვინმეს "მონას" ან "გვარის შემარცხვენელს" დაუძახებ, ეს დანაშაულია და უნდა დაისაჯო.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები