სასტიკი დარბევიდან მეექვსე თვეს მომიტინგეები მოწამვლის სიმპტომებს ისევ უჩივიან - ექიმები დიაგნოზს ვერ სვამენ

02.05.25 20:16
სასტიკი დარბევიდან მეექვსე თვეს მომიტინგეები მოწამვლის სიმპტომებს ისევ უჩივიან - ექიმები დიაგნოზს ვერ სვამენ

სასტიკი დარბევიდან მეექვსე თვეს მომიტინგეები მოწამვლის სიმპტომებს ისევ უჩივიან. წყლის ჭავლში გარეული ცრემლსადენი გაზით აქციის მონაწილეები ისე მოიწამლნენ, რომ ამ დრომდე აქვთ მწვავე ალერგიული ფონი, რასაც თან ერთვის სუნთქვის გაძნელება, ხველა, ყელის სიმშრალე, თავის ძლიერი ტკივილი და ცვლილებები სისხლში - თრომბოციტების, სისხლის თეთრი უჯრედების მკვეთრი ვარდნა.

ახალგაზრდა ქალს ამ სიმპტომებთან გამკლავება უჭირს. ზუსტი დიაგნოზის დასმა ექიმებისთვის რთულია. ამას ართულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომელმაც გაასაიდუმლოა იმ ნივთიერებების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მომიტინგეების წინააღმდეგ გამოუყენეს. 

აქციების დარბევის დროს მოწამლულ მოქალაქეების შესახებ ანგარიში დღეს საიამ გამოაქვეყნა. 5 თვიანი მოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ქიმიური ნივთირების გამოყენება აქციის მონაწილებეების წინააღმდეგ უკანონოდ ხდებოდა, რაც უტოლდებოდა არასათანადო მოპყრობას. მიუხედავად ამ მძიმე შედეგისა, ამ დრომდე არცერთ კაცი არ დასჯილა. 

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.