ანი ქავთარაძისა და თორნიკე სხვიტარიძის სასამართლო პროცესი 13 მაისისთვის გადაიდო

02.05.25 18:32
ანი ქავთარაძისა და თორნიკე სხვიტარიძის სასამართლო  პროცესი 13 მაისისთვის გადაიდო

ანი ქავთარაძისა და თორნიკე სხვიტარიძის სასამართლო პროცესი გადაიდო - მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, მომდევნო სხდომა 13 მაისს გაიმართება. 

სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის ძმასა და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს არაერთ სკანდალში გახვეული პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან. 

დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა მირიან ქავთარაძის მოწმის სახით დაკითხვა მოითხოვეს, თუმცა ნინო ენუქიძემ პროცესი ისე გადადო, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილება/არდაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია.