ვის ინტერესებს შეეწირა ბორჯომის ბაზრობა - რა ეჭვები აქვს ოპოზიციას

ესტაკადის პროექტი, რომელმაც სადგურის მოედანი დადიანის ქუჩას უნდა დააკავშიროს - ერთი შეხედვით ეფექტური საავტომობილო კავშირის მოწყობის უკან ოპოზიციამ "ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენების ინტერესები დაინახა. 500 ათასი კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე, რომელიც დეპუტატ ნინო წილოსანის ოჯახს ეკუთვნის, ახლა სამშენებლო კომპანია "არქი" მასშტაბური მშენებლობისთვის ემაზადება. ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ეს გზა სწორედ ამ მშენებლობის გამო კეთდება.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ შესაძლოა, ბორჯომის სადგურის დაწვას და სადგურის მოედანზე დაგეგმილ რეაბილიტაციას კავშირი ჰქონდეს, რადგან ახლა "ქართულ ოცნებას" ამ ტერიტორიზე სულ სხვა გეგმები აქვს. ბავშვთა სამყაროს დამწვარი შენობის ნაცვლად, 4 სართულიანი სავაჭრო ცენტრი უნდა აშენდეს, მის გვერდით კი, როგორც ჩანს, ძველებური სტილის ბაზრობა გეგმებში არ ჯდებოდა.
ბორჯომის ბაზრობის შემთხვევითობით დაწვა არ სჯერათ არც იქ მოვაჭრე ადამიანებს. როდესაც ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესმენების ინტერესები ჩნდება, გამოძების იმედიც ქრება, ამიტომ ოპოზიციურ სპექტრში დარწმუენბულები არიან, რომ ახლა საქართველოს რკინიგზა ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიას ხელში ისევ "ოცნებასთან" დაახლოებულ ბიზნესმენებს ჩაუგდებს, რომ თავის მხრივ, ტერიტორიისგან სარგებელი "ოცნებამაც" ნახოს.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.