ემიგრანტების ხარჯზე გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებელი - რით იწონებს თავს "ოცნება"
ლიბანი, ყირგიზეთი, გუატემალა, ტაჯიკეთი და ნიკარაგუა - ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც უცხოეთიდან პირადი გაზავნილები ეკონომიკურ ზრდაზე დიდ გავლენას ახდენს. საქართველო მისსავე რეკორდებს ხსნის. წელს ეს მაჩვენებელი 13 % გადასცდა, ანუ რომ არა ემიგრაციაში წასული ხალხი და მათ მიერ ოჯახების სარჩენად გადმორიცხული ფული, ქვეყანა მძიმე კრიზისშიი იქნებოდა. ეკონომისტები ასეთ ქვეყნებს "ტოქსიკურ სახელმწიფოებად" მოიხსენიებენ.
გასულ წელთან შედარებით ემიგრანტების გზავნილების 4 % იანი ზრდაა ანუ ქვეყნის ეკონომიკა საქართველოდან უცხოეთში წასული ემიგრანტების იმედზეა, იმ ხალხის, ვისაც გაჭირვებამ ოჯახების მიტოვება აიძულა, მთავრობამ კი ბოლო არჩევნებზე ხმის უფლება წაართვა და საჭირო რაოდნეობის საარჩევნო უბნებიც კი არ გაუხსნა.
გასულ წელს საქართველო 64 000-მა მოქალაქემ დატოვა. ემიგრანტების რიცხვი კი მხოლოდ ამ ერთ წელში რეკორდულად გაიზარდა. მიზეზი, რის გამოც ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებელი მეტწილად ემიგრანტების გადმორიცხულ თანხებზეა დამოუკიდებული, ინვესტორების არარსებობაა. მათ არ სურთ, ინვესტიცია განახორციელო ქვეყანაში, სადაც არასტაბილური პოლიტიკური გარემო და მართული სასამართლოა.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.