სპეცოპერაცია გორში - ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

02.05.25 19:18
სპეცოპერაცია გორში - ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

გორში, სტალინის გამზირზე, რესტორან “ჩინებულში“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, 2 პირი დააკავეს.

ინფორმაცია ჟურნალისტებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

დაკავებულია 2 პირი, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს 212-ე მუხლის ა და ბ პუნქტებით“,- განაცხადა გიორგი უძილაურმა.

მისივე ცნობით, ეს ადამიანები რესტორანაში სტუმრად იმყოფებოდნენ და როგორც ცნობილია, ისინი რესტორნის თანამშრომლები არ არიან.

ასევე მოხდა ერთ-ერთი ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკაც, თუმცა, მანქანაში არანაირი ნივთმტკიცება არ აღმოჩნდა. 

რა რაოდენობის თანხხაა ამოღებული და როგორ გავიდა საგამოძიებო სამსახური დაკავებულების კვალზე, ამ დროისთვის უცნობია. უცნობია ისიც, ჰყავდათ თუ არა ბრალდებულებს თანამზრახველები. 

ჩხრეკა, სავარაუდოდ, დაკავებულების სახლებში გაგრძელდება, ამის შემდეგ კი ხელბორკილდადებულ მოქალაქეებს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.