ევროკავშირმა და WHO-მ საქართველოს 300 სამედიცინო მაცივარი აჩუქეს

29.09.21 17:48
ევროკავშირმა და WHO-მ საქართველოს 300 სამედიცინო მაცივარი აჩუქეს

ევროკავშირმა და ჯანრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს 300 სამედიცინო მაცივარი და ვაქცინებისთვის სპეციალური გადამზიდავი ტრანსპორტი გადასცა.

გარდა ამისა, ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად, გვაჩუქეს 72 ლეპტოპი, 20 პლანშეტი, ვაქცინის გადასატანი 200 კონტეინერი, 800 ყინულის პაკეტი და 300 თერმომეტრი.

 დახმარების ღირებულებამ 300 000 აშშ დოლარს გადააჭარბა.

ეს არის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი უფრო ფართო პაკეტის ნაწილი, რომელიც შედგება 1,5 მილიარდი ლარისგან და მიზნად ისახავს, დაეხმაროს საქართველოს, გაუმკლავდეს COVID-19 პანდემიას, მათ შორის დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერას და ეკონომიკურ აღდგენას.