"ესენი არიან ჯალათები" - მოსამართლეთა დიდი თავყრილობის პარალელურად შენობის გარეთ სინდისის პატიმრების მშობლების აქციაა

03.05.25 11:16
"ესენი არიან ჯალათები" - მოსამართლეთა დიდი თავყრილობის პარალელურად შენობის გარეთ სინდისის პატიმრების მშობლების აქციაა

მოსამართლეთა დიდი თავყრილობის პარალელურად იუსტიციის სკოლის შენობის გარეთ სინდისის პატიმრების მშობლების აქციაა.

ადგილზე იმყოფება ანდრო ჭიჭინაძის დედაც. ლიკა გუნცაძე ამბობს, რომ სწორედ ამ მოსამართლეებმა გამომაწყვიდეს ციხეში მათი შვილები. 

ეს მოსამართლეები არიან ჯალათები, რომლებმაც ჩვენი შვილები ოთხ კედელში გამოამწყვდიეს. ბოლომდე ვიბრძოლებთ და ჩავყვებით. ესენი არიან შეშინებულები და სწორედ ამიტომაა აქ ამდენი პოლიცია", - ამბობს ლიკა გუნცაძე.