სასამართლო ღირსებააყრილი და გაყიდულია, ვინც იყიდება მას მეძავი ჰქვია - გური მირცხულავას დედა

03.05.25 12:02
სასამართლო ღირსებააყრილი და გაყიდულია, ვინც იყიდება მას მეძავი ჰქვია - გური მირცხულავას დედა

მოსამართლეები დიდი თავყრილობა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში - აღმაშენებლის ხეივანში მიმდინარე სინდიდის პატიმრების მშობლების აქციაზე იმყოფება გური მირცხულავაც დედა.

რეჟიმის ტყვის მშობელი ამბობს, რომ სასამრთლო ღირსებააყრილი და გაყიდულია. 

წესით მოსამართლეები თვითონ უნდა ირჯებოდნენ საკუთარი ღირსებისთვის, იმიტომ რომ დღეს სასამართლო ღირსებააყრილია, გაყიდულია. აი ვინც იყიდება ამას მეძავი ჰქვია, ამიტომ მოვუწოდებდი დაიცვან საკუთარი ღირსება, გააღვიძონ საკუთარ თავში თავმოყვარეობა. იმიტომ რომ დღეს, რა მდგომარეობაშიც ისინი არიან მე პირადად არც ჩემს ახლობელს არ ვუსურვებდი", - ამბობს გური მირცხულავას დედა.

აღმაშენებლის ხეივანში ახლა გომელაურის პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა - იუსტიციის სკოლაში მისულ მოსამართლეებს სინდისის პატიმრების მშობლები პროტესტით დახვდნენ და შენობაში "მონას" შეძახილებით შეაცილეს.

შენობაში იმყოფებიან მოსამართლეები ლევან მურუსიძე, დიმიტრი გვრიტიშვილი მერაბ გაბინაშვილი.