ლევან მურუსიძე "პირველების" კითხვებს არ პასუხობს - მოსამართლეების ნაწილი შენობაში უკანა შესასვლელიდან შევიდა
დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ლევან მურუსიძე "პირველების" კითხვებს არ პასუხობს და არ ამბობდ, ელოდება თუ არა სხვა სანქციებსაც.
მურუსიძე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ცოტა ხნის წინ მივიდა - აღმაშენებლის ხეივანში ახლა მოსამართლეების თავყრილობაა, პარალელურად კი შენობის გარეთ სინდისის პატიმრების მშობელბის აქციაა. მათ მოსამართლეები იუსტიციის სკოლაში შეძახილებით "მონა" შეაცილეს. ამიტომაც მოსამართლეები ნაწილმა არჩია შენობაში უკანა შესასვლელიდან შესულიყო.
უსტიციის უმაღლეს სკოლაში ასევე იმყოფებიან მოსამართლეები - დიმიტრი გვრიტიშვილი და მერაბ გაბინაშვილი.
ადგილზე სასამართლოს ე.წ. კლანის გავლენიანი წევრების დასაცავად გომელაურის უწყების თანამშრომლების უპრეცენდენტო მობილიზებაა.