ასე გამოიყურება იუსტიციის უმაღლეს სკოლის შესასვლელი, სადაც ახლა მოსამართლეთა დიდი თავყრილობაა (ფოტო)

03.05.25 12:25
ასე გამოიყურება იუსტიციის უმაღლეს სკოლის შესასვლელი, სადაც ახლა მოსამართლეთა დიდი თავყრილობაა (ფოტო)

მოსამართლეთა დიდი თავყრილობა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში - სინდისის პატიმრების მშობლებმა ცენტრალური შესასვლელის კართან ყველა იმ მოსამართლის ფოტო განათავსეს, რომლებიც მათ შვილებს უსამართლოდ ასამართლებს.

აღმაშენებლის ხეივანში ახლა გომელაურის პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა - იუსტიციის სკოლაში მისულ მოსამართლეებს სინდისის პატიმრების მშობლები პროტესტით დახვდნენ და შენობაში "მონას" შეძახილებით შეაცილეს.

შენობაში იმყოფებიან მოსამართლეები ლევან მურუსიძე, დიმიტრი გვრიტიშვილი მერაბ გაბინაშვილი.