საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ბედი ბეწვზე კიდია - გიორგი ფოფხაძე

29.09.21 18:01
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ბედი ბეწვზე კიდია - გიორგი ფოფხაძე

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ბედი ბეწვზე კიდია - ამის შესახებ საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს. გიორგი ფოფხაძის ინფორმაციით, 13 ოქტომბერს ევროკომისიის სხდომა გაიმართება, სადაც მაღალი ალბათობით საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას შეუჩერებენ.
 

13 ოქტომბერს ევროკომისიამ 90%-იანი ალბათობით შესაძლებელია, ვიზალიბერალიზაცია შეგვიჩეროს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ ევროპის ქვეყნებში, რადგანაც სამშობლოში ეკონომიკურ სიდუხჭირეს გამოექცნენ, არც მეტი, არც ნაკლები   51%-ით გაიზარდა.. ამბობენ ევროკომისიაში. ამიტომ 13 ოქტომბერს განიხილება საკითხი, კიდევ ერთხელ მოგვცენ თუ არა შანსი -  წერს გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში.

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, საქართველოს, უკრაინისა და  მოლდოვის მოქალაქეების არალეგალური ცხოვრებისა და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების ზრდის გამო ევროკავშირი მათთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას განიხილავს. ამის შესახებ სტატიას EUobserver აქვეყნებს