ავარია ხობში - დაიღუპა ახალგაზრდა კაცი, დაშავდა მისი მცირეწლოვანი ძმა

ავტოსაგზაო ხობის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა - დაშავებულია კიდევ ერთი პირი. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, სოფელ ჭალადიდში ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, დისტრიბუციის მანქანის მძღოლი, ხოლო მანქანაში მყოფი მისი 10 წლის ძმა დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება და მას ახლა შესაბამისი კვლევები უტარდება.
შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.