მედია: უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 77 დრონი ჩამოაგდეს

03.05.25 13:52
მედია: უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 77 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით 2 ბალისტიკური რაკეტა და 183 დრონი გაუშვეს. 

გაშვებული დრონებიდან 77 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთსა და ცენტრალურ ნაწილებში ჩამოაგდეს. 73 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.

რუსეთის თავდასხმის შედეგად ხარკოვის, სუმის, დონეცკისა და ნიკოლაევის ოლქები დაზარალდა. 

მსგავსი სიახლეები