ხანძარი ოზურგეთში - დაბა ნასაკირალში საბავშვო ბაღის შენობა იწვის

29.09.21 18:38
ხანძარი ოზურგეთში - დაბა ნასაკირალში საბავშვო ბაღის შენობა იწვის

ოზურგეთის დაბა ნასაკირალში საბავშვო ბაღის შენობა იწვის. ცეცხლი საკმაოდ დიდ არეალზეა გავრცელებული. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად მესამე სართულის მანსარდაზე, მოძველებულ ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა.

ადგილზე სახანძრო სამსახურის ორი ეკიპაჟი მუშაობს, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ადგილობრივების თქმით, ადგილზე მისულ სახანძრო სამსახურს არც კიბე და არც საჭირო რაოდენობის წყალი აღმოაჩნდა.

ამ წუთებში მოსახლეობას საბავშვო ბაღის შენობიდან ნივთები გამოაქვს. შემთხვევის შედეგად არავინ დაზიანებულა.