"გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა" - თბილისში დღეს ერთობის მარში გაიმართება

04.05.25 10:20
"გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა" - თბილისში დღეს ერთობის მარში გაიმართება

თბილისში დღეს მორიგი საპროტესტო მარშია დაგეგმილი. რამდენიმე საათში მოვლენების ეპიცენტრი მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორია იქნება. არალეგიტიმურად გამოცხადებული ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ხალხი დღეს 15:00 საათზე იკრიბება.

ერთობის მარში ისნის მეტროდან დაიძრება და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობამდე მივა. შეკრების ადგილიც და მსვლელობის საბოლოო გაჩერებაც საგანგებოდ არის შერჩეული. ევროპული მომავლის მცველები მიიჩნევენ, რომ სწორედ გომელაურის უწყებაა მთავარი პასუხისმგებელი გაცოცხლებულ საბჭოთა რეპრესიებზე. 

გავაგებინოთ რეჟიმს, რომ არავის მათი არ ეშინია და არც მათი მარწუხების გვეშინია ჩვენს სამართალდამცავ უწყებებში რომ არიან გამაგრებულები და იყენებენ ჩვენს პოლიციელებს, ჩვენს სამართალდამცავებს ბინძურ იინტსურმენტებად ჩვენივე შვილების საწინააღმდეგოდ და მათივე შვილების მომავლის საწინააღმდეგოდ.გავაგებინოთ იმ პოლიციელებს, რომლებიც მოწოდებით არიან პოლიციელები, რომლებიც შინაგანად ემსახურებიან ამ ქვეყანას, მაგრამ ამ ბინძრი სისტემის, ამ საბჭოთა სისტემის მარწუხებში არიან მოქცეულები, რომ ამ პოლიციელებს ჩვენ დავიხსნით ამ საზიზღარი სისტემისგან, - ამბობს აქციის მონაწილე.

ქუჩაში გასვლას დღეს ყველა პროფესიის ადამიანი გეგმავს. აქციაზე იქნებიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც. 

უნდა მივიდეთ ყველა სტრუქტურასთან, ყველა სამინისტროსთან, ყველა ობიექტთან, სადაც ამ ქვეყნის ბედი წყდება და სადაც ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ ამ მექანიზმების დახმარებით ქვეყანა მიჰყავთ რუსეთში. რა თქმა უნდა, გასაგებია, რატომ პოლიციასთა. იმიტომ, რომ დღეს ქვეყანას პოლიცია არ ჰყავს. დღეს ქვეყანას ჰყავს ერთი კაცის დაცვის სამმართველო, მთელი სამინისტრო არის ერთი კაცის დაცვის სამსახურში, - ამბობსზვიად ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძე. 

გიორგი ჩიკვაიძის დედა მოქალაქეებს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს.  

ეს არის ერთობის მარში, სადაც ყველა ადამიანი უნდა გამოვიდეს. მოთხოვნით: მთავრობის გადადგომა. მთავრობის გადადგომაში მოიაზრება ის, რომ პოლიტპატიმრებიც უნდა გამოვიდნენ, ახალი არჩევნებიც უნდა ჩატარდეს. ჩვენ ყველამ ისევ ერთ საქართველოში უნდა ვიცხოვროთ, მაგამ დღეს აუცილებელია, რომ თქვენ დაგვიდგეთ ჩვენ. ჩვენი შვილები დღეს ციხიდან იბრძვიან, - ამბობს ეკა წერეთელი. 

მსგავსი სიახლეები