საბჭოთა ეპოქის კოსმოსური ხომალდი დედამიწისკენ მოექანება - რა საფრთხეს წარმოადგენს და სად დაეცემა

04.05.25 12:09
საბჭოთა ეპოქის კოსმოსური ხომალდი დედამიწისკენ მოექანება - რა საფრთხეს წარმოადგენს და სად დაეცემა

საბჭოთა ეპოქის კოსმოსური ხომალდი, რომელიც თითქმის 500 კგ-ს იწონის, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დედამიწაზე უკონტროლოდ დაეშვება. სხვადასხვა შეფასებით, ეს 8-დან 14 მაისამდე მოხდება.

ეს არის Cosmos-482 სადგურის სადესანტო მოდული, რომელიც ვენერაზე 1972 წელს გაუშვეს, მაგრამ ის დედამიწის ორბიტაზე დარჩა, - წერს BBC. ეს მოხდა გამაძლიერებელ ბლოკთან ავარიის გამო, რომელმაც მოსალოდნელზე ადრე შეწყვიტა მუშაობა.

ექსპერტებს უჭირთ გამოცნობა, სად დაეცემა მეტალის ნახევარტონიანი მასა იმ შემთხვევაში, თუ ის ვარდნისას არ დაიშლება, თუმცა ორბიტალურ პარამეტრებზე დაფუძნებული გამოთვლების მიხედვით, ვარაუდობენ, რომ ნამსხვრევების ვარდნის არეალი თითქმის მთლიანად გავა ეგვიპტის, სირიის, თურქეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ამიტომ არსებობს მისი დარტყმის საშიშროება საცხოვრებელ ადგილებზე.

ხუთასი კილოგრამის წონის და ერთ მეტრიანი კოსმოსური ხომალდი 53 წელია დედამიწის გარშემო მოძრაობს.

 

მსგავსი სიახლეები