ერთობის მარში - ისნის მეტროსთან მოქალაქეები იკრიბებიან, ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც
თბილისში საპროტესტო მარშისთვის ემზადებინ. რუსული რეჟიმის მოწინააღმდეგეები ამ წუთებში ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან. ერთობის მარშის მონაწილეები "ქართულ ოცნებას" დღეს მოსთხოვენ, შეწყვიტოს შურისძიება და ციხის კარი გაუხსნას უდანაშაულო ადამიანებს.
პირველი გაჩერება შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაა - უწყება, რომელსაც მომიტინგეების თქმით, ივანიშვილი რეპრესიების მოსაწყობად იყენებს.
მნიშნელოვანია, რომ საზოგადოებრივმა პროტესტმა მოიცვას მთელი თბილისი და მთელი საქართველო, იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს ძალიან დიდი საზღვარი და „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ უკვე ძალიან დიდი ხანია ყველანაირი ზღვარი გადაკვეთა. ქათველი ერი რუსულ იმპერიას არასდროს დანებდება და ეს უნდა შეიგნონ.
დღესაც ჩვენ მივალთ შსს-თან და ამ მარშით კიდევ ერთხელ გავაგონებთ ჩვენს ხმას არალეგიტიმურ მთავრობას, - ამბობს აქციის მონაწილე.
მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც.
აუცილებლად უნდა აგონ პასუხი შსს-ს წარმომადგენლებმა ამ ბიჭების ასეთი არაადამიანური ცემისთვის. იმისთვის, რომ არ გვიცავს ჩვენი პოლიცია ჩვენ, ხალხს, ასევე მშობლებსაც გვექცევიან უხეშად და დროა, მოვიდნენ გონზე. აუცილებლად უნდა დაისაჯონ ცრუ მოწმეები, რომლებმაც ცრუ ჩვენებები მისცეს, მაგრამ მოვუწოდებ კიდევ, რომ გამოფხიზლდნენ, გამოდვიდნენ, ვისაც დანაშაული არ მიუძღვის ჩვენს მხარე, - ამბობს არჩიილ მუსელიანცის ახლობელი.
აქციაზე იმყოფება პატიმარ გიორგი ჩიკვაიძის დედაც. ეკა წერეთელი ამბობს, რომ სწორედ სინდისის პატიმრების მშობლები არიან ახლა ბრძოლის წინა ხაზზე.
ცენტრში ვიქნები ყველა წინაარმდეგობის, იმიტომ, რომ დღეს მშობლები არიან ყველგან. ეს აქ იქნება, რუსთაველზე იქნება თუ შსს-თან. მე ვფიქრობ, რომ მშობლების თემა ყველაზე მნიშვნელოვანი ცხელი ხაზია!, - ამბობს ეკა წერეთელი.
ისნის მეტროსთან მობილიზებულია პოლიციაც. ტერიტორია პოლიციის მაღალჩინოსნებით არის სავსე.