დადიანის ქუჩაზე მაშველები მუშაობენ - შენობის პირველ სართულზე ჭერი ჩამოინგრა
თბილისში, დადიანის ქუჩაზე 3-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი, ორი ადგილობრივი და ერთი მუშა. დაშავებულები დაჟეჟილობებით კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე 4 სახანძრო ბრიგადა და საგანგებო სიტუაციების 30-მდე თანამშრომელია მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო ეკიპაჟებიც.
დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
დამატებით დეტალებს "პირველები" ადგილზე არკვევს.