გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა! - საპროტესტო მარში შსს-კენ მიემართება

04.05.25 17:31
გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა! - საპროტესტო მარში შსს-კენ მიემართება

„გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა და გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები!“ - ამ მოთხოვნით მოქალაქეები ამ წუთებში მსვლელობით გომელაურის უწყებისკენ მიემართებიან.

საპროტესტო აქციაზე დგანან პატიმრების ოჯახის წევრებიც. მათ ხელში უჭირავთ ცრუ მოწმე პოლიციელების ფოტოები. ქუჩაში გამოსულები სკანდირებენ "წადი!".

აქცია პერფორმანსების ფონზე მიმდინარეობს. ახალგაზრდები რამდენიმე წუთით ჩერდებიან ზებრა გადასასვლელებზე და ამ ფორმით აპროტესტებენ ივანიშვილის მოწყობილ რეპრესიებს. აქციის მონაწილეებმა გზაზე საქართველოს გიგანტური დროშაც გაშალეს.

მსვლელობის მონაწილეები მოუწოდებენ ოლიგარქის პოლიციელებს, უარი თქვან უკანონო დავალების შესრულებაზე.

მთავარი სათქმელი არის, რომ პირველ რიგში, თავისუფლება ტყვეებს, იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ არის ციხეში. უნდა იყვნენ ჩვენს გვერდით აუცილებლად. და რაც მთავარია, უნდა გადადგეს "ქართული ოცნება" და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, იმიტომ, რომ ის კრიზისი, რომელიც ამდენი ხანია ქვეყანაში არსებობს და ასე ჯიუტად რასაც ვებრძვით, ერთხელ და სამუდამოდ მალე უნდა გადაიჭრას იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ამოსუნთქვა და განვითარება, - ამბობენ აქციის მონაწილე ახალგაზრდები. 

 

მსგავსი სიახლეები