ერთობის მარში თბილისის ქუჩებში - ხალხი რეჟიმის გადადგომას ითხოვს

დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაიკეტა. ერთობის მარშის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მივიდნენ, სადაც თანამოაზრეებს ელოდებიან.
მანამდე კი მსვლელობის მონაწილეებმა მთელი ქალაქი შემოიარეს, მივიდნენ შსს-თანაც, სადაც სიმბოლურად ფერადი ბოლო გაუშვეს. "შავ საქმეთა სამინისტრო" - ამ შინაარსის წარწერა დატოვეს მათ გომელაურის უწყების მიმდებარე ტერიტორიაზე.
მოქალაქეები ამბობენ, რომ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ შსს საქმეებს კერავს, სასამართლოში ცრუ მოწმეები მიჰყავს და მშვიდობიან მომიტინგეებს ფიზიკურად უსწორდება.
აქციის მონაწილეების საპროტესტო ხმები დღეს მთელს ქალაქში ისმოდა, მოქალაქეები კი მათ სახლების ფანჯრებიდან ესალმებოდნენ და მხარდაჭერას უცხადებდნენ.
შედგა ერთობის მარში, რომლის მიზანიც იყო, პირველ რიგში, დაგვენახებინა მათ შორის რეჟიმისთვის და ჩვენი ხალხისთვის, რო საპროტესტოს საზოგადოებამ შეძლო, ერთობა შეექმნა. მეორე, პროტესტი გვქონდა არა მარტო რუსთაველზე, თბილისის სხვა ქუჩებში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ,რომ ჩვენი მხარდამჭერები გზაში გვხდებოდნენ ოვაციებით, დროშების ფრიალით და ა.შ. და მესამე, შსს-თან მივედით, შევახსენეთ პოლიციელებს და იმ ადმაიანებს, რომლებიც ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან, რომ მათთისაც ვიბრძვით, რომ მათა ჰოქნდეთ უკეთესი მომავალი, - ამბობს მარშის მონაწილე.
დღეს ქუჩაში იყვნენ სინდისის პატიმრების ოჯახის წვერებიც. ისინი ამბობენ, რომ ქუჩაში იდგებიან იქამდე, ვიდრე არ დაამტკიცებენ, რომ რეჟიმმა მათი შილების საქმეები თეთრი ძაფით შეკერა.
მთავრობა უნდა გადადგეს აუცილებლად, დამთავრდა ამათი თარეში და ამათი ხალხის დამცირება. პირველ რიგშ, გათავისუფლდნენ პოლიპატიმრები, ყოველთვის დაიგეგმება ასეთი მარშები მანამ, სანამ ეს ხელისუფლება არ წავა და ჭორვილელი ვირთხა არ წავა საქართველოდან, - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის ჩართვაში.