პროტესტი ჭიათურაში - მაღაროელები შიმშილობას განაგრძობენ
ჭიათურაში ყოველი საპროტესტო დღე წინაზე უფრო მძიმეა. ოთხი მოშიმშილის მდგომარეობას ექიმების მუდმივი კონტროლი სჭირდება. მაღაროელების მოთხოვნა, რომ ადგილზე კრიზისის განსამუხტად "ოცნების" ლიდერები ჩავიდნენ, გამოხმაურების გარეშე დარჩა, ამიტომ ჭიათურის მერია საპროტესტო ცენტრად იქცა, სადაც მოსახლეობა დაბანაკდა.
"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია" ცდილობს, რეორგანიზაციის შესახებ ხელმომწერები და მომხრეები მოაგროვოს, მაგრამ მაღაროელები კომპანიის და რუსი ხელმძღვანელის მიხეილ სოცკის წამოწყებულ რეორგანიზაციას არ ენდობიან. ითხოვენ უსაფრთხოების, სამუშაო ღირსეული პირებების გარანტიებს, სესხების განულებას და ხელფასების ზრდას.
მაღაროელები ასევე 4 დაპატიმრებული კოლეგის გათავისუფლებას მოითხოვენ, რომელთაგან ორი ამ დრომდე შიმშილობს.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.