მკვლელი ნარკოტიკი თბილისში - ნარკოლოგი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

05.05.25 11:10
მკვლელი ნარკოტიკი თბილისში - ნარკოლოგი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ქალაქში მკვლელი ნარკოოტიკი გავრცელდა, ბაზარზე შემოსულია ახალი, ძვირადღირებული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელსაც  კოკაინის სახელით ყიდიან, თუმცა მას რეალურად კოკაინთან საერთო არაფერი აქვს, - ამ ინფორმაციას ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ავრცელებს.

ირკვევა, რომ ე.წ კოკაინის გამოყენებას ზედოზირების რამდენიმე შემთხვევა მოჰყვა, მათ შორის ლეტალური.  სიხარულიძე “პირველებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ კოკაინის მსგავსი ნარკოტიკული ნივთიერება ბევრად უფრო ძლიერი და სახიფათოა, ვიდრე მორფინი.

ბევრია ასეთი ნარკოტიკი, რომელიც იყიდება რაღაც სახელით და შიგნით გარეულია ან ფენტალინი, ან მეტადონის კრისტალი, რომელიც იწვევს შემდეგ ზედოზირებას. რამდენიმე ინტოქსიკაცია ჩემთვისაა ცნობილი, მაგრამ როგორც გავიგე, ლეტალური შემთხვევებიც იყო. ინექციურად მოხმარება ესეთი უცნობი ტიპის ნარკოტიკების, რომელშიც კაცმა არ იცის რა არის და რა ტიპის ნარკოტიკია, ყოველთვის არის უზარმაზარი რისკი, ზედოზირების, როგორც დამოკიდებულ ადამიანებს შორის, ანუ ვისაც ტოლერანტობა მაღალი აქვს, მაგრამ მაინც ყველაზე მაღალი რისკია მომხმარებელი, რომელიც ასეთი ტიპის ნარკოტიკს ყიდულობს რელაქსისთვის, რეკრეაციული მიზნით და ა.შ.“,- ამბობს სიხარულიძე.

ნარკოლოგი მოსახლეობას ურჩევს სიფრთხილე გამოიჩინონ. 

მსგავსი სიახლეები