ლენტეხში, სოფელ ბაბილთან მეწყერი ჩამოწვა

ლენტეხში, ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, მეწყერი ჩამოწვა. მეწყრის გამო, ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია.
ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია და საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მერიის ცნობით, დაშავებული არავინაა.
არსებული ინფორმაციით, მეწყერში ერთი ავტომობილი მიჰყვა, მაგრამ შიგნით მყოფმა პირებმა, ავტომობილის უვნებლად დატოვება შეძლეს.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. სტიქიის ზონაში იმყოფება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, ცენტრალური საავტომობილო დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. გზის გახსნა სატრანსპორტო მოძრაობისთვის უმოკლეს ვადაში მოხდება", - წერს მუნიციპალიტეტის მერია.