გარდაცვლილი პატიმრის საქმე - ადვოკატი ეჭვობს, რომ 46 წლის კაცი ციხის თანამშრომლებმაც სცემეს

05.05.25 12:30
გარდაცვლილი პატიმრის საქმე - ადვოკატი ეჭვობს, რომ 46 წლის კაცი ციხის თანამშრომლებმაც სცემეს

პატიმრის გარდაცვალების საქმე - ადვოკატი ეჭვობს, რომ 46 წწლის კაცი ციხის თანამშრომლებმა სცემეს. მუხრან ღურწკაია "პირველებთან" საუბარდში ამბობს, რომ პენიტენციური დაწესებულების მტკიცება, თითქოს პატიმარი დაეცა და ტვინსა და სახეზე მრავლობითი დაზიანებები ამ გზით მიიღო, ნაკლებად სავარაუდოა.  

გამოძიება მიმდინარებს, დაახლოებით, 4 თვეა მაგრამ არანაირი შედეგი. არც ვინმესთვის ბრალი წაუყენებიათ, არც დაუკავებიათ და სამართლებრივი დევნა არავის მიმართ არ დაწყებულა. პირიქიტ, გამოზიებას აქვს ვერსია, რომ სავარაუდოდ, იოსებ გორგაძე წაიქცა და მიიღო ეს დაზიანებები. თქვენ იცით, რომ მას აქვს თავის და სახის მიდამოებში, დაახლოებით, 30-ზე მეტი დაზიანება. წარმოუდგენელია, ერთი წაქცევით ეს დაზიანებები მიეღო. წარმოუდგენელია, რომ მარტო პატიმრებს გააკეთებინათ ეს. მასში, სავარაუდოდ, არის გარეული დაწსებულების თანამშრომლების ხელი.

ინსულტის დიაგნოზით შეიყვანეს "ვივა-მედის" კლინიკაში. შემდეგ "ვივა მედის" კლინიკამ ამასთან დაკავშირებით გასცა ოფიციალური დოკუმენტაცია, მათ შორის, სამედიცინო ისტორია და ფორმა ასი, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ არანაირი ინსულტი ამ ადამიანს არ ჰქონდა, ინსულტის ნიშნებიც კი არ ჰქონდა, - ამბობს ადვოკატი მუხრან ღურწკაია.

პატიმარი იოსებ გორგაძე, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში გლდანის მერვე დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს, გარდაიცვალა. ინფორმაციას „პირველებს“ ვივა-მედის კლინიკური დირექტორი და პატიმრის ადვოკატი უდასტურებს. 

პატიმარ იოსებ გორგაძის ოჯახის წევრები და ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ 46 წლის კაცი ციხეში სასტიკად სცემეს.