საეჭვო პრემიები ეროვნულ ბანკში - აუდიტის სკანდალური დასკვნა

05.05.25 13:32
საეჭვო პრემიები ეროვნულ ბანკში - აუდიტის სკანდალური დასკვნა

აუდიტის სამსახურმა შეისწავლა და გაარკვია, რომ ქვეყნის მთავარ ბანკში 8 თანამშრომელს პრემია არასაკმარისი დასაბუთებით დაურიგეს, 12 კი მომატებული პრემია ჩაურიცხეს. საუბარია თითქმის 38 ათას ლარზე, რაც კანონით დადგენილ ზღვარს აჭარბებს.

კითხვის ნიშნებს აჩენს საბჭოს გადაწყვეტილება, რომლიც თანახმადაც  ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის სარგო გაიზარდა. თუ 2023 წლამდე ეს 6 500 ლარი იყო, ამის შემდეგ თანხა 10 ათასი ლარით განისაზღვრა.

კორუფციის მკვლევარები პირდაპირ ამბობენ, რომ ეროვნული ბანკი ოლიგარქის დავალებებს ასრულებს და გაცემული კოლოსალური პრემიებიც მათ ჯილდოს სახით გადაეცათ. ექსპერტების თქმით, გაუგებარია, რა პრინციპით იზრდიან ეროვნული ბანკის თანამშრომლები პრემიებს მაშინ, როდესაც ისინი, პრაქტიკულად, უფუნქციოები არიან. 

თურნავა არა მარტო ჩვენ, არამედ „გლობან ფაინენსმა“ შეაფასა როგორც ევროპის ყველაზე ცუდი ეროვნული ბანკის მმართველი. ოროსანია ეს ქალი და ოროსანია, მათ შორის, მმართვაშიც და ეს გამოავლინა მან უკეთესად, ვიდრე წლების განმავლობაში გამოავლინა სამინისტროში. არ შეუძლია სწორად მართვა, რომ აღარ არსებობს და ჩამოშლილია საქართველოში მერიტოკრატიის ყველა პრინციპი და თანამშრომლები პრემიებს და ხელფასებს დაუსაბუთებლად იღებენ. ამ ყველაფერს ზევიდან ის ემატება, რომ საბჭოს წევრები, რომლებსაც, წესით, პარლამენტი უნდა უსაზღვრავდეს, პრემიების არ იყოს, აწი უკვე თითონ საზღვრავენ. ანუ ის გაურკვეველი ხალხი რომ გახსოვთ, ვინც აირჩიეს ამ საბჭოში, ახლა ეს ხალხი თავისით გადაწყვეტს, რამდენი უნდა ჰქონდეს ხელფასი, რამდენი უნდა ჰქონდეს პრემია, - ამბობს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ევრი თამაზ დათუნაშვილი.

თურნავას უწყების მიერ თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს "ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარი დავით მჟავანაძეც.  

პრემია-დანამატების „წყევლა“ „ქართულ ოცნებაში“ გრძელდება, მათ შორის, ეროვნულ ბანკში აუდიტის სამსახურის თანახმად, 2022-23 წლებში 82 მლნ-ი ლარის პრემია-დანამატები და ხელფასები გაიცა. აღსანიშნავია ის, რომ ასობით შემთხვევა იყო ისეთი, როდესაც დაუსაბუთებლად გაიცა თანამშრომლებზე პრემიერბი და დანამატები. მათ შორის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებმა თავად მოიმატეს თანამდებობრივი სარგო ყოველგვარი ლიმიტის გარეშე და 6 ათას ლარიანი დამატებიტი სარგო ხელფასი, გახადეს 10 600 ლარი. სულ რაღაც ორი კვირის წინ ნათია თურნავამ გამოსცა განკარგულება, სადაც 771 ათას ლარიან გამარტივებულ შესყიდვას ახორციელებს იმისთვის, რათა მაისის თვის ბოლოს ორდღიანი კონფერენცია მოაწყონ 30 წლი იუბილეს აღსანიშნავად, სადაც ელოდებიან ვიღაც სტუმრებს გაუგებარი ქვეყნებიდან, - ამბობს დავით მჟავანაძე. 

სახელმწიფო მაკონტროლებლის ამ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ "პირველები" ცდილობს, გაარკვიოს, ვინ არიან ეროვნული ბანკის ის თანამშრომლები, ვისაც კოლოსალური პრემიები ჩაურიცხეს, მაგრამ თურნავას უწყება არ გვპასუხობს. 

აუდიტის დაკვნა 2022-23 წლებს მოიცავს. სწორედ ამ პერიოდშია გაცემული პრემიები, რომლის მიზნობრიობაც ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. 

 

მსგავსი სიახლეები