ხმაური საქალაქო სასამართლოსთან - სინდისის პატიმრების მშობლებმა ეზოში ხის ურმის შეტანა სცადეს
ხმაური და დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოსთან - ქალ პოლიტიკოსებს და სინდისის პატიმრების მშობლებს ეზოში სომბოლურად ხის ურმის შეტანა სურდათ, მაგრამ მანდატურებმა ამის საშუალება არ მისცეს და საპროტესტო ატრიბუტი დაამტვრიეს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "სამართალი მაინც მოვა! თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“.
ერთმეტრიანი ურმით, რომლითაც გვინდოდა, გვეთქვა, რომ სამართალი მაინც მოვა, გამოვხატეთ დედების, ქალების, ციხეში მყოფი მოქალაქეების გზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან. ხელისუფლებები, მეგობრებო, იცვლება და სრცხვენოდეთ მოსამართლეებს, ამ ე.წ. სამართალდამცავებს, რომლებიც ვის იცავენ, რას იცავენ, გოგონებს, ქალებს გაუსწორდნენ, წიხლებს ურტყამდნენ. ძალიან სირცხვილია, - ამბობს დეა მეტრეველი.
მანდატურების მხრიდან ძალის გამოყენებაზე საუბრობს კიდევ ერთი მოქალაქე.
როდესაც გადავედით უკვე სიმბოლურ ნაწილზე, რომ „სამართალი ურმით დადის“, აი, ამაზე გაგიჟდნენ, გადაირივნენ. რომელი კანონსაწინააღმდეგო ქმედება იყო ან ნივთი და შემოგვაგლიჯეს ტანსაცმელი, - ამბობს მოქალაქე.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილმა ქალებმა: სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ადგილზე შავი კვამლიც გაუშვეს.