ჩანს, სავარაუდოდ, საქმის ჩაფარცხვის პირდაპირი ქმედებები - ლევან სამუშია გარდაცვლილ პატიმარზე

05.05.25 15:38
ჩანს, სავარაუდოდ, საქმის ჩაფარცხვის პირდაპირი ქმედებები - ლევან სამუშია გარდაცვლილ პატიმარზე

 

 

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი, ლევან სამუშიას განცხადებით, გარდაცვლილი პატიმრის საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია და ის განცხადებები, რაც ე.წ. სახელმწფიო სტრუქტურების მხრიდან კეთდება, სამწუხარო და შემაშფოთებელია.

სამუშია ამბობს, რომ “ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა საქმის მიზანმიმართულად, არასწორი გამოძიება და სავარაუდოდ, საქმის ჩაფარცხვა.“

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოითხოვს, გასაჯაროვდეს საქმის მასალები და ასევე, მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი გარდაცვლილის ოჯახს, რათა მათ შეძლონ საქმის მასალების გაცნობა და შუამდგომლობების დაყენება.

სამწუხარო და შემაშფოთებელია ის განცხადებები, რა განცხადებებსაც, თავის გამართლების მიზნით, სავარაუდოდ, აკეთებს ე.წ. სახელმწფიო სტრუქტურები, კერძოდ, საუბარია თუნდაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე, რაც საფუძვლიან ეჭვს ქმნის, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა საქმის მიზანმიმართულად, არასწორი გამოძიება და სავარაუდოდ, საქმის ჩაფარცხვა. ბუნებრვია ისმის კითხვები, რომლებზედაც პასუხი არავის აქვს და პასუხის გამცემიც არავინაა. პირველი კითხვა არის ის, რომ თვეების განმავლობაში რატომ იძიბედა ამ საქმეს ის დაწესებულება, რომლის ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა პატიმარი და სადაც მოხდა სავარაუდო დანაშაული. რა იყო ამის მიზეზი და რატომ გადაეცა თვეების შემდეგ ე.წ. საგამოძიებო სამსახურს. გამოძებულია თუ არა იმასთან დაკავშირებით საკითხი, რომ თავდაპირველად ადამიანს დაუსვეს სავარაუდოდ, ცრუ, განზრახ დიაგნოზი, ეს არის ინსულტთან დაკავშირებით და შემდგომ, როგორც ირკვევა, გარადაცვლილს ჰქონდა ერაერთი დაზიანება. წარმოუდგენელია, როდესაც ვხდევათ ფორმა 100-ს, რომელიც ტელევიზიით გაჟღერდა და ამასთან დაკავშირებით თურმე სერიოზული კითხვები არ გააჩნია საგამოძიებო სამსახურს. არის თუ არა ის ადამიანი დაკითხული, რომელმაც განზრახ გასცა პირველი ცრუ დიაგნოზი და რატომ იქნა ეს მიზანმიმართულად გაკეთებული. ასევე, იყო თუ არა ცნობილი დაზარალებულად და შემდგომ უკვე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ოჯახი, ეს თუ ასე არაა, პირდაპირ მიუთითებს, რომ მიმდინარეობს საქმის ჩაფარცვხა, ვინაიდან, თუ სტატუსი არ აქვს ოჯახს, ის საქმის მასალებს ვერ გაეცნობა, შუამდგომლობებს ვერ დააყენებს და აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს საქმის ჩაფარცხვა. ასევე კითხვებია სახლახო დამცველთან. ის წყალწყალა განცხადება, რომელიც გაავრცელა, სჯობდა, არ გაევრცელებინა. სახლახო დამცველმა უნდა გასცეს პასუხი, დეტალურად იქნა თუ არა შესწავლილი ციხის პერიმეტრი, დათვალიერდა თუ არა კამერები და რა იქნა აღმოჩენილი. 

მე ვესაუბრე შესაბამის სპეციალისტებს და ის დაზიანებები და ფაქტები, შესაძლოა მოხდეს ავიაკატასტროფის, სიმაღლიდან ვარდნის და მძიმე ფიზიკური დაზიანების, ცემის ზემოქმედების შედეგად. საუბარი იმაზე, რომ თითქოს, ეს ადამიანი წაიქცა, ეს წარსული წლების პრაქტიკაა და კარგად გვახსოვს და გვინახავს, როგორ ცდილობდნენ დანაშაულის დაფარვას. აქედან გამომდინარე, დაუყოვნებლივ გაასაჯაროეთ საქმის მასალები, მიეცით დაზარალებულის სტატუსი ოჯახს. ჩვენ მივადევნებთ თვალს ამ ყველაფერს, რადგან პირდაპირ ჩანს საქმის ჩაფარცხვის პირდაპირი და მიზანმიმართული ქმედებები“- განაცხადა სამუშია.

იოსებ გორგაძე კლინიკა „ვივამედში“ გუშინ, 4 მაისს, საღამოს საათებში გარდაიცვალა.  ადვოკატი მუხრან ღურწკაია ამბობს, რომ ციხეში მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმების 3,5-თვიანი მკურნალობა უშედეგო გამოდგა.

  • მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაყვანილ იოსებ გორგაძეზე იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ ბრალდებულზე „ძალადობა“ არ დასტურდება. 
  • ადვოკატი მუხრან ღუწრკაია ფიქრობს, რომ 46 წლის პატიმარი იოსებ გორგაძე, რომელიც მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ციხის ბადრაგებმაც სცემეს.

"პირველების" მიერ მოპოვებული სამედიცინო დოკუმენტი წერია, რომ პატიმარს მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა: 

  • მწვავე ეპიდურული ჰემატომა
  • ტრავმული სუბარაქნოიდული ჰემორაგია
  • თავის ტვინის კეროვანი ტრავმა
  • სუბდურული ჰემატომა
  • ქალა-სარქვლის მოტეხილობა
  • ფუძის ძვლების მოტეხილობა
  • თავის ზედაპირული ტრავმა
  • თვალისა და თვალ-ბუდის სხვა ტრავმები

მსგავსი სიახლეები