სადგურის მოედანზე, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
"პირველებისთვის" თბილისში, "სადგურის მოედანზე" მომხდარი ფაქტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - თვითმხილველების თქმით, თბილისის ცენტრში ახალგაზრდა კაცი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მოკლეს.
წინასწარი ინფორმაციით, მოქალაქეს სასიკვდილო დაზიანებაა სახის არეში მიაყენეს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ცხედარი ცოტა ხნის წინ პროზექტურაში გადაასვენეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.