მედია: ახალციხის კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

05.05.25 19:16
მედია: ახალციხის კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

გამოცემა "სამხრეთ კარიბჭე" იტყობინება, რომ 5 მაისს, ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა არასრულწლოვანის გარდაცვალების მიზეზი. მედია ერთ-ერთი ვერსიის თანახმად წერს, რომ როდესაც ბავშვს ეძინა, მის სანახავად მისულ აღმზრდელს ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

"სამხრეთ კარიბჭის" ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.