შავ კვამლში გახვეული საქალაქო სასამართლო - სინდისის პატიმრების დედების პასუხი რეჟიმის მსახურებს

05.05.25 20:47
შავ კვამლში გახვეული საქალაქო სასამართლო - სინდისის პატიმრების დედების პასუხი რეჟიმის მსახურებს

დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოში - მანდატურის სამსახურის თანამშრომლები დღეს ფიზიკურად ისევ ქალებს უსწორდებოდნენ. სინდისის პატიმრების დედებმა და ქალმა პოლიტიკოსებმა სასამართლოში ურემი მიიტანეს, რომელიც საპროტესტო ბანერებით სავსე იყო. 

მოქალაქეები ცდილობდნენ, სასამართლოში ურემი იმის საჩვენებლად შეეტანათ, რომ სამართალი ურმით, მაგრამ მაინც მოვა. თუმცა, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა ქალებს ხელები გადაუგრიხეს და ურემი გადატეხეს. 

გატეხილი ურემი სასამართლოში მაინც შეიტანეს. საპროტესტო შეძახილების პარალელურად, სასამართლო აქციის მონაწილეებმა შავ კვამლში გაახვიეს. სინდისის პატიმრების მოსამართლეებს პროცესების წარმართვა დისკომფორტის და შეძახილების ფონზე უწევდათ. პატიმრების დედებმა კლანის მოსამართლეებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ შეკერილ საქმეებს განიხილავენ.

რა ხდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, დეტალები ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.