მედია: საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელისუფლებო მედია, TASS-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დიმიტრი ტროფიმოვმა თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
ქართველების ქვეყანაში ჩემი მოგზაურობა დასრულა“, - დაწერა ტროფიმოვმა „ფეისბუქზე“.
TASS წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადეს, რომ საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელის შეცვლას გეგმავდნენ და ტროფიმოვის გაწვევა დაგეგმილი როტაციის ნაწილი იყო.