შეიარაღებული თავდასხმა მაჰაჩყალაში - მოკლულია 3 პოლიციელი

06.05.25 10:05
შეიარაღებული თავდასხმა მაჰაჩყალაში - მოკლულია 3 პოლიციელი

შეიარაღებული თავდასხმა მაჰაჩყალაში - ცეცხლი საგზაო საპატრულო სამსახურის თანამშრომლებს გაუხნეს. მოკლულია სამი პოლიციელი -  ფაქტს დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

უწყების ინფრომაციით, პოლიციელების მკვლელობის შემდეგ თავდამსხმელები მიიმალნენ და ვერ პოულობენ. ორმხრივი სროლის ვიდეოკადრები ტელეგრამ არხებით ვრცელდება.