"რიყის დოქების" ახალი მფლობელის კავშირები "ოცნების" მილიონერ ე.წ. დეპუტატთან - რა ეჭვები აქვს ოპოზიციას

06.05.25 11:54
"რიყის დოქების" ახალი მფლობელის კავშირები "ოცნების" მილიონერ ე.წ. დეპუტატთან - რა ეჭვები აქვს ოპოზიციას

"რიყის დოქების" ახალი მფლობელის კავშირები "ოცნების" მილიონერ ე.წ. დეპუტატთან - ირაკლი აბესაძის თქმით, შპს "რიყე დომ"-ის დირექტორი, მიხეილ ტყეშელაშვილი "ქართული ოცნების" ე.წ. დეპუტატის, გიორგი ბარვენაშვილის ბიზნესწილების მმართველია.

  • სწორედ შპს "რიყე დომ"-ზე გაყიდა ე.წ კარტოგრაფების საქმის მთავარმა მოწმემ, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა "რიყის დოქები.

აბესაძეს აქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, "რიყის დოქების" რეალური მყიდველი სწორედ გიორგი ბარვენაშვილი იყოს.

რამდენად გაასხვისა ივანიშვილის მეგობარმა ბიზნესმენმა ობიექტი უცნობია. გაურკევველია ისიც, რა პირობით შეისყიდა შპს "რიყე დომ"-მა "რიყის დოქები".

კომპანია გასხვისდა შპს "რიყე დომ"-ზე, რომლის დირექტორიც არის, "ქართული ოცნეების" ე.წ. დეპუტატის, გიორგი ბარვენაშვილის ბიზნესწილების მმართველი, შესაბამისად, მაღალია ალბათობა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რეალური შემძენიც შეიძლება იყოს "ოცნების" ე.წ. დეპუტატი ბარვენაშვილი და ღიად რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითვა. 

პირველი - შეეცვლება თუ არა ფუნქცია "რიყის დოქებს" - რა ფორმით გააგრძელებს ის მუშაობას. აპატიებს თუ არა სახელმწიფო იქ უკვე დარიცხულ იმ პირგასამტეხლოებს და ჯარიმებს", - ამბობს ირაკლი აბესაძე.

საკრებულოს ოპოზიცია ახალ სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და ამბობს, რომ რიყის პარკში, "რიყის დოქების" მშენებლობასაც თავდაპირველადაც ძალიან საეჭვო დასაწყისი ჰქონდა, როდესაც ის ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა

"ოცნების" მმართველობის 13 წლის თავზე რიყის დოქები არის მიტოვებული ტერიტორია, სადაც სულ ცოტა ნის წინ გარდაიცვალა ახალგაზრდა ადამიანი და არის სიმბოლო ამ ქვეყანაში უპერსპექტივობის, ხედვის არქონის, კორუფციის და აი ამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნის არსებობის", - ამბობს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე. 

თბილისის მოსახლეობა მიჩვეულები ვართ იმას, რომ თბილისის მერია, მუდმივად, ასეთი კორუფციული გარიგებებით და საეჭვო მიმართულებებით ასხვისებს კონკრეტულ ადგილებს. რიყის პარკში, ამ კონსტრუქციის მშენებლობასაც ძალიან საეჭვო დასაწყისი ჰქონდა, მაშინ ტერიტორია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა, რომელმაც ერთჯერადად უკვე გაასხვისა, კონკრეტული ვალდებულებებით, მაგრამ ჩვენ ვერ ვნახეთ შესაბამისად შესრულებული ვალდებულებები,- განაცხადა გახარიას გუნდის წევრმა, ტატა ხვედელიანმა.

"რიყის დოქების" გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თავას დავით ხიდაშელმაც. 

როგორც ხიდაშელის განცხადებაშია აღნიშნული, "სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის, არასტაბილური საინვესტიციო კლიმატის გამო" "რიყის დოქებში" დაგეგმილი პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა.

  • რაც შეეხება შპს რიყე დომს - "რიყის დოქების" ახალ მფლობელს - საჯარო რეესტრის თანახმად, კომპანიის 100 %-იან წილს ფლობს შპს ნ.გ.ბ. თავის მხრივ, ნ.გ.ბ-ის მფლობელი კი თორნიკე კოპალიანია.
  • კომპანიის დირექტორია მიხეილ ტყეშელაშვილი. ამ კომპანიის გარდა მიხეილ ტყეშელაშვილი არის რამდენიმე სხვა კომპანიის დირექტორიც: შპს „ბუფალო“, შპს „ზაჰესი ლენდს“, შპს „ორთაჭალ ოილ”, შპს „პორტრეტ თბილისი”, შპს „დი ვიჟენ გრუპი”, შპს „შაქრო ფროფერთი”. კომპანია „ბუფალოს” ის თავად ფლობს.
  • რაც შეეხება თორნიკე კოპალიანს – ის ფლობს შპს ბამბუ გარდენსის წილის 10%-ს და თავადაა დირექტორი, შპს 3ფ-ს 100%-ს, შპს თპ კომპანის 100%-ს, მეღვინეობა ხვამლის 100%-ს. მისი თანასაკუთრებაა კოოპერატივი უდაბნო-ლახირი.