"მეხი დაეცა პროკურატურას" - ალეკო ელისაშვილი

06.05.25 11:20
"მეხი დაეცა პროკურატურას" - ალეკო ელისაშვილი

 

 

ალეკო ელისაშვილის საქმის არსებითი გახილვა საქალაქო სასამართლოში - პროცესი 11 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა სხდომა მოსამართლეს ჯერ არ გაუხსნია. 

  • კოალიცია „ძლიერი საქართველოს" წევრს  გამოძიება  "ქართულ ოცნების" წევრის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით ცემას ედავება. 

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურას ორი მოწმე ჰყავს წარმოდგენილი, თუმცა ვინ - ამას ბრალდების მხარე ასაიდუმლოებს. 

სასამართლოში იმყოფება თავად ბრალდებული ოპოზიციონერი, რომელიც საქმეს პოლიტიკურ დევნად აფასებს, რადგან მისი თქმით, აბსურდია, როცა პროკურატურამ გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე საქმე ცემის მუხლით აღძრა, ვინმე ალი ბაბაევზე კი პოლიტიკური ნიშნით.

მეხი კი დაეცა პროკურატურასაც და ალი ბაბაევსაც და ალი  ბაბაევისნაირ პოლიტიკურ მოღვაწეს - ამბობს ელისაშვილი. 

წესით, დღეს არ უნდა დამიჭირონ. პროცესუალურად თუ შევხედავთ, პორცია-პორცია გვიჭერენ, დროში გაწელილად. მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაიწყოს, როგორც ვიცი და არ გამოვრიცხავ, რომ მომწეებიც მოიყვანონ და ის მტავარი ვაჟბატონიც მოიყვანონ, როგორც პროკურატურა ამბობს, დიდი პოლიტიკური და საზოგადოე მოღვაწე, ოღონდ კაციშვილი რომ არ იცნობს ალი ბაბაევს. სინამდვილეში სუს-ის ნომრიანი პროვოკატორი, რომელმაც ქუჩაში პროვოკაცია დადგა, შემაგინა. მედავებიან, რომ პოლიტიკური ნიშნით ვდევნიდი ვინმე ალი ბაბაევს. ამ ინციდენტის შემდეგ მოხდა გიორგი გახარიაზე თავდასხმა და საქმე აღიძრა ცემის მუხლით და არა პოლიტიკური და არა პოლიტიკური დევნის. ანუ, პროკურატურა და "ოცნება" ამბობს, რომ გახარია არ არის პოლიტიკური მოღვაწე, კაცს რომელსსაც ყველა მაღალი თანამდებობა ეკავა, რაც არსებობს და ალი ბაბაევი არის დიდ პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე? მეხი კი დაეცა პროკურატურასაც და ალი ბაბაევსაც და ალი  ბაბაევისნაირ პოლიტიკურ მოღვაწეს. რა თქმა უნდა, ეს არის ჩემს წინააღმდეგ დევნა", - ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიტიკოსი 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავსუფლეს.